ელექტრო ჩაიდანი

ელექტროჩაიდანი სამზარეულოს ერთერთი მთავარი ატრიბუტია, რომლით სარგებლობაც ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენს. დღესდღეობით ელექტროჩაიდნები ბაზარზე ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი და არჩევნის გაკეთება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა სასურველია თუ ელექტროჩაიდანი ხარისხიანი და გამოსაყენებლად კომფორტული იქნება. ელექტოჩაიდნის შეძენისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგზე: 

  • გამათბობელი ელემენტი - არსებობს სამი ტიპის ელექტროჩაიდანი: სპირალით;   დისკით; თერმოსი (თერმოპოტი); 
  • რა თქმა უნდა უმჯობესია შეიძინოთ ელექტროჩაიდანი. რომლის გამათბობელი ელემენტი დისკია, რადგან დისკს აქვს  უფრო დიდი მოცულობა, რის გამოც  წყალი უფრო  სწრაფად დუღდება. გვხვდება ხოლმე მოოქროვილი სპირალი, დისკის მოოქროვება არ ხდება, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ასეთ რამეს მხოლოდ მომხმარებლის მოსაზიდად აკეთებენ. მოოქროვება არავითარ ეფექტს არ იძლევა, თუმცა ზოგიერთი ფირმის პოზიციით მოოქროვება ნადების საწინააღმდეგო საშუალებაა. 

თერმოპოტი - ელექტროჩაიდნისა და თერმოსის ჰიბრიდია, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს წყლის ტემპერატურა ადუღებიდან 24 საათის განმავლობაში. ზოგიერთი მოდელი, წყლის ტემპერატურას გაცილებით დიდი ვადითაც ინარჩუნებენ ხოლმე, რაც გარდა იმისა, რომ ძალიან კომფორტულია, ეკონომიურიცაა (ელექტროენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით), რადგან აღარ არის საჭირო წყლის კვლავ და კვლავ ადუღება. თერმოპოტში წყლის ტემპერატურა 95-98 გრადუსის დონეზე რჩება ადუღებიდან 5-6 საათის განმავლობაში, ხოლო ამ დროის გასვლის შემდეგ, წყლის ტემპერატურა 80 გრადუსის ფარგლებში ნარჩუნდება. 

  • მოცულობა -  ძირითადად ფირმების მიერ წარმოდგენილია ელექტროჩაიდნები, რომელთა მოცულობა 0,5-დან 2 ლიტრამდეა. უფრო მეტად გავრცელებულია და გვხვდება ელექტროჩაიდნები, რომელთა მოცულობა 1,5-1,8 ლიტრია. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო დიდი მოცულობისაა ჩაიდანი, რა თქმა უნდა მით უფრო მეტი რაოდენობის წყალს აადუღებს იგი, თუმცა შესაბამისად მოიხმარს მეტ ელექტროენერგიას. 
  • ფილტრები - ბევრი მწარმოებელის  მიერ გამოშვებულ ელექტროჩაიდანს ერთი ან ორი ფილტრი აქვს. პირველი ფილტრი განთავსებულია იქ, საიდანაც ჩაიდანში ისხმება წყალი. იგი იცავს ჭუჭყისგან, რომლიც შეიძლება მასში ონკანიდან მოხვდეს. მეორე კი ჩაიდნის ცხვირის ნაწილშია მოთავსებული.  

ჩვეულებრივ, ფილტრად ლითონის ან პლასტმასის  წვრილი ბადეა ხოლმე გამოყენებული. არსებობს ელექტროჩაიდანი, რომელსაც ნახშირის ფილტრი აქვს. მართალია ეს გარკვეულწილად ართულებს წყლით  ავსებას, მაგრამ სამაგიეროდ ჩაიდანში მაქსიმალურად გაფილტრული და სუფთა წყალი ხვდება. 

თუმცა  არის ერთი პრობლემა, დაზიანების შემთხვევაში ასეთი ფილტრების ცალკე შეძენა თითქმის შეუძლებელია. 

თუ თქვენ მოგეწონათ ჩაიდანი, რომელსაც არა აქვს პირველი ფილტრი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო მეორე ფილტრის არსებობა აუცილებელია. არსებობს ჩაიდანი, რომელსაც წყლის გაფილტვრის უნიკალური მექანიზმი გააჩნია, ის წარმოადგენს წყლის მფილტრავი მოწყობილობისა და ჩაიდანის ჰიბრიდს. 

სიმძლავრე, ელექტროენერგიის მოხმარება - ელექტროჩაიდანი საკმაოდ მძლავრი ელექტრონული ხელსაწყოა. მის მიერ  მოხმარებული სიმძლავრე 1000-დან 3000-მდე ვატს შეადგენს. ამიტომ თუ თქვენ დიზაინთან და სხვა მონაცემებთან ერთად ეკონომიაც გაინტერესებთ, შეიძინეთ შესაბამისი სიმძლავრის ჩაიდანი, განსხვავება დაბალი და მაღალი სიმძლავრის ელექტროჩაიდნით წყლის ადუღების დროში უმნიშვნელოა, ელექტროენერგიის ეკონომია კი საგრძნობი. გარდა ამისა, მართალია მაღალი სიმძლავრის ელექტროჩაიდანი რამდენადმე სწრაფად ადუღებს წყალს, მაგრამ ასეთ ჩაიდანში, შესაბამისად ხმაურის დონეც შედარებით მაღალია. 

მასალა - ძირითადად არსებობს 5 ტიპის მასალა: 

 პლასტმასი; 

 მეტალი; 

  მეტალი + პლასტმასი; 

  მინა; 

  კერამიკა; 

 ოთხივე ტიპის მასალა კარგია და პრაქტიკული, თუმცა მეტალის ელექტროჩაიდანი, მიუხედავად შედარებით ეფექტური დიზაინისა, გაცილებით რთული მოსავლელია ვიდრე პლასტმასის ელექტროჩაიდანი. რაც შეეხება მინას, გვხვდება მინის კოლბიანი, შუშის ელექტროჩაიდნებიც, მინა ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მასალაა, თუმცა მოსავლელად რთული და ამვე დროს მისი დაზიანების (გატეხვის) შანსიც მაღალია. კერამიკა ლამაზი და ორიგინალურია, თუმცა იგი თვისებებით (დადებითი+უარყოფითი) ძალიან ჰგავს მინას. იგი ნეიტრალურია წყალთან, ამიტომ მიიჩნევა ეკოლოგიურად სუფთად.კერამიკა შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი და მყიფე, ასევე მტკიცე და მძიმე. მისი ერთ-ერთი დადებითი თვისება ისაა, რომ ის ძალიან უხმაუროა მუშაობის დროს. 

მწარმოებელი ფირმა - თითქმის ყველა ფირმა ერთნაირი ტიპის, ერთმანეთის მსგავს  ელექტროჩაიდანს აწარმოებს. ასე რომ წყნარად შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ჩაიდანი ისე, რომ მწარმოებელ ფირმას დიდი ყურადღება არ მიაქციოთ. თუ რა თქმა უნდა მიკერძოებული არ ხართ და რომელიმე ფირმას განსაკუთრებულ უპირატესობას არ ანიჭებთ. ასე, რომ მთავარი, რასაც ამ დროს შეიძლება ყურადღება მიაქციოთ ეს დიზაინია, რომლის არჩევანიც საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძინოთ გაურკვეველი წარმოების ელექტროჩაიდანი, რომელსაც ერთი შეხედვითაც  აშკარად ეტყობა, რომ ყალბი და დაბალი ხარისხისაა, თანაც იყიდება არა სპეციალიზირებულ მაღაზიებში, არამედ დახლებზე ან სხვა შეუსაბამო ადგილზე. 

დამატებითი ფუნქციები 

არსებობს და სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია ახალი კლასიფიკაციისელექტროჩაიდნები, რომლებიც მთელი რიგი დამატებითი ფუნქციებით არის აღჭურვილი. 

ტემპერატურული რეჟიმები - ელექტროჩაიდნის საშუალებით შესაძლებელია წყლის ადუღება 40, 60, 80 და 100°C ტემპერატურაზე.  

სითბოს შენარჩუნების რეჟიმი 

დამახსოვრების რეჟიმი - ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეიძლება ჩაირთოს რეჟიმი, რომელიც ბოლოს იყო გამოყენებული. 

სპეციალური ფილტრი - ეს ფილტრი წმენდს წყალს და იცავს ჩაიდანს ნადებისაგან. 

წყლის მაჩვენებლის ინდიკატორი - ელექტროჩაიდანს კორპუსზე გააჩნია ინდიკატორი, რომელიც უჩვენებს, თუ რა რაოდენობის წყალია ჭურჭელში. 

ავტომატური გამორთვის რეჟიმი - ჩვეულებრივ, ელექტროჩაიდნები ავტომატურად ითიშება, როდესაც წყლის ტემპერატურა მიაღწევს 100°C -ს. ხმოვანი სიგნალი წყლის ადუღების შემდეგ 

გაზიარება