როგორ შევარჩიოთ დინამიკი

მუსიკალური დინამიკები, ერთმანეთისგან განსხვავდება:

  •  ზომით
  •  მასალით
  •  ვიზუალით
  •  ტექნიკური მახასიათებლებით
  •  ღირებულებით

პირველ რიგში დაფიქრდი თუ როგორი აპარატი გსურს, სად და როგორ აპირებ მის გამოყენებას. დღეისათვის აპარატის შესაძლებლობები, სიმძლავრე დღითიდღე იხვეწება,ძლიერდება და ახალი, მოწინავე მოდელები მუდმივად ჩნდება ბაზარზე.  
 
დინამიკების ტიპები

 

  • დინამიკი საზოგადოებრივი გამოყენებისთვის

აღნიშნული აპარატები, მძლავრი დინამიკის სიაში შედის. მისი მთავარი დანიშნულებაა - ხმის შექმნა,  რომელსაც ბევრი გაიგონებს. აღნიშნული მოწყობილობები გამოიყენება      როგორც  შენობებში ასევე გარე სივრცეებში: კინოთეატრებში, რესტორნებში და კარაოკე კლუბებში, კონცერტებზე, კონფერენციებზე, კონგრესებსა და შეხვედრებზე.

  • დინამიკი სახლისთვის, დახურული სივრცისათვის

 რიტეილერები გვთავაზობენ როგორც მინიატიურულ მოდელებს, ასევე პროფესიონალურ აკუსტიკური სისტემებს აუდიო სტუდიებისთვის. 

  • პორტატიული მცირე მოწყობილობები, რომელსაც გააჩნია საკუთარი აკუმულატორით. 
  •  საავტომობილო დინამიკი. მანქანის დინამიკები შემუშავებულია სალონის შიდა სივრცის თავისებურებების გათვალისწინებით, მორგებულია ინტერიერს. ასევე რამდენად გააჩნია უნარი  სამომავლოდ  გაზარდოს დატვირთვის შესაძლებლობა.

 
შერჩევისას რა პარამეტრებს  უნდა მივაქციო ყურადღება?
 
დინამიკის ზომა და სიმძლავრე
 
 დიზაინერები დაუღალავად მუშაობენ ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი ამოცანების გადასაჭრელად: დინამიკი რაც შეიძლება პატარა და მსუბუქი გახადონ და  ამავდროულად გაუმჯობესდეს ჟღერადობის ხარისხი. თუმცა დროის გასვლასთან ერთად, ფაქტია რომ  კლასიკური ტენდენცია ნარჩუნდება:

რაც უფრო ძლიერია გაჯეტი, მით უფრო დიდია მისი ზომები.  გაიხსენეთ საკონცერტო დინამიკები, რომლებიც  კომოდის, ან თუნდაც მაცივრის ზომის იყო. რა თქმა უნდა, სახლის პირობებში გამოსაყენებლად, ამგვარი სიძლიერის  ხმა შესაძლოა გადაჭარბებული იყოს. მნიშვნელოვანია,  სახლის მოწყობილობები კომპაქტურად  განთავსდეს  ხელსაყრელ ადგილას -იატაკზე ან თაროზე. დამონტაჟდეს- კედელზე ან ჭერზე. გასათვალისწინებელია, რომ  იდეალური ჟღერადობა არ არის დამოკიდებული დინამიკის ზომაზე არამედ მის ოპტიმალურ პარამეტრებზე. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ  გაითვალისწინოთ იმ შენობის ტიპი თუ  ზომა სადაც გსურთ რომ განათავსოთ დინამიკი.


 აკუსტიკური სისტემის კონფიგურაცია და მისი სიმძლავრე, იყოფა ნომინალურად და მაქსიმალურ მაჩვენებლებად.

  • ნომინალური - დინამიკის მუშაობის საშტატო რეჟიმი, რომელშიც ის იმუშავებს დიდი ხნის განმავლობაში და შეუფერხებლად, გამოსცემს მკაფიო, სუფთა  ხმას ყოველგვარი დამახინჯების გარეშე.
  • მაქსიმალური -არის ყველაზე ძლიერი ხმა, რომელიც დინამიკის შესაძლებლობის მაქსიმუმის წარმოადგენს.  გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული სახლის აკუსტიკა დიდხანს ვერ შეძლებს მუშაობას. პიკური დატვირთვა დინამიკზე წამზე ნაკლებს გრძელდება, მაგრამ ყოველი ასეთი ტალღა უზარმაზარი გამოცდაა მოწყობილობისთვის.

 ნომინალური სიმძლავრე გამოითვლება ხმის წნევის დონიდან. ხოლო ჟღერადობა, რომელსაც გამოსცემს აკუსტიკური სისტემა, დამოკიდებულია არა იმდენად სიმძლავრეზე, რამდენადაც მგრძნობელობაზე.


 იცოდი, რომ თითოეულ დინამიკს აქვს შემავალი ?! შესაბამისად  არსებობს  შემედეგი ტიპის გაჯეტები:
 

  •   აქტიური, რომელშიც გამაძლიერებელი ინტეგრირებულია კორპუსში;
  •   პასიური, სადაც გამაძლიერებელი დამზადებულია როგორც ცალკე ბლოკი. 

ერთმანეთისაგან ასხვავებენ:

 

  •   ღია-სადგამზე დამონტაჟებულ დინამიკებს.

აღნიშნული ტიპის დინამიკებს აქვთ წინა პანელი და გვერდითი კედლები, ხოლო უკანა მხარე ღიაა.

  •  დახურული-დინამიკი მდებარეობს კორპუსის შიგნით.

ასეთი დინამიკების შიგნით ჰაერი დამატებითი ტემპერის როლს ასრულებს, რომელიც არბილებს ხმის ტალღას.

  •  ფაზური ინვერტორი- კორპუსი აღჭურვილია სპეციალური ხვრელებით ჰაერის რეცირკულაციისთვის.
  •  ლაბირინთი რთული დიზაინის ფაზური ინვერტორით, რომელიც აუმჯობესებს ხმის ხარისხს. ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია ტრანსმისიური ხაზით სპეციალური რბილი შიდა შეფუთვით.

თუ გსურთ, შექმნათ თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის გარემო სადაც მუსიკა მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, აუცილებლად დაგჭირდებათ  დინამიკი, დაათვალიერეთ ფართო ასორტიმენტი აღნიშულ ბმულზე და ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით.

გაზიარება