როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტი

არსებობს რამდენიმე ტიპის მტვერსასრუტი:

  • მშრალი 
  • სველი 
  • კომბინირებული

პირველ რიგში აუცილებელია, განსაზღვროთ რა ტიპის  სამუშაო გსურთ, რომ  შეასრულოს.  თითოეული ვერსია კონკრეტული წმენდის ტიპისთვის არის დაკომპლექტებული
მაგალითად:

  •  მშრალი დასუფთავებისთვის მტვერსასრუტი-გამოიყენება ავეჯის, როგორც რბილი ასევე მყარი ზედაპირის, ხალიჩების, პარკეტის დასუფთვებისათვის
  • სველი დასუფთავების მტვერსასრუტები-შეგიძლიათ დაალაგოთ, სივრცე სადაც სისველის ალბათობა მაღალია და  ხელისშემშლელ ფაქტირს არ წარმოადგენს. განსხვავებით  მშრალი ტიპის მტვერსასრუტისაგან, შესაძლოა ისარგებლოთ  მეტლახის, სამზარეულოს, აბაზანის ტერიტორიებზე. ხელსაწყოს ამგვარ ტიპს გააჩნია ასევე მშრალი დასუფთავების საშუალებაც.
  • კომბინირებული მტვერსასრუტები-არსებული აპარატის წყალობით არ გაქვთ რაიმე ტიპის შეზღუდვა, თანაბრად შეგილიათ თქვენთვის საჭირო სივრცის სისუფთავე ანდოთ.

რა მახასიათებლებს მიაქციოთ ყურადღება შერჩვისას?

 

  •  შეწოვის ძალა-სიმძლავრე 

სწორედ აღნიშნულ პარამეტრზეა დამყარებული თვენს მიერ შეძენილი მტვერსასრუტის ეფექტური მუშაობა.  მის შრომისუნარიანობასა და დატვირთვის ხარისხს სწორედ სიმძლავრე განსაზღვრავს.  სიმძლავრე ვატებში იზომება, ამიტომაც ყურადღება გაამახვილეთ  მის ოდენობაზე

  • მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს ფილტრაციის სქემა. აუცილებელია, ხაზი გაესვას, რომ ფილტრი

ფუნქციის მიხედვით იყოფა: შემგროვებელი ,დამცავი, გამომავალი ჰაერის ფილტრები
ხოლო ტიპის მიხედვით : ქაღალდის, წყლის, ნახშირის, ბიოფილტრი, ტექსტილის ფილტრები.


ფილტრის საშუალებით ხდება მტვერსასრუტის ძრავის დაცვა და ასევე გამოყოფილი ჰაერის გაფილტვრა. მათი განლაგება ინდივიდუალურია, თუმცა ძირითადად მოთავსებულია ნურვისთან ახლოს, როგორც წინ ასევე უკან. დღეისათვის მომწოდებლები სხვადასხვა სახის ფილტრებს გვთავაზობენ, მაგალითად: მიკრო ფილტრები, ციკლონური ფილტრები, HEPA(Hight Effective Particulate Absorption) მისი ფუნქცია სწორედ  სხვადასხვა ზომისა და ფორმის მყარი ნაწილაკების შთანთქმაა. მიკრო ფილტრები კი მზადდება სპეციალური ბოჭკოსგან და შესაბამისად ის საკმაოდ მგრძნობიარე.  რაც შეეხება ციკლონურ ფილტრებს. მათი დახმარებით შესაძლებელია შედარებით დიდი მოცულობის ნაწილაკების შთანთქმა და შემდგომ რეზერვუარში განთავსებას.
 
შერჩევისას ყურადღება გაამახვილე მტვერსასრუტის საცმებზე, რადგან მიუხედავად მძლავრი მტვერსასრუტისა, შესაძლოა არასწორად შერჩეულმა დეტალმა დისკომფორტი შეგიქმნათ. არსებობს საცმები:
 

  • ლამინატისა და პარკეტის საცმი
  • იტაკისა და ხალიჩის საცმი
  •  რბილი ავეჯის სახმი 
  • საცმი-ჯაგრისი
  • ტურბო ჯაგრისი
  • კუთხოვანი საცმი

თითოეული მათგანი განსხვავებულია შემადგენლობითა და შესაბამისად ფუნქციით


იატაკისა და ხალიჩის საცმი-ყველაზე მეტად გავრცელებული და კომფორტულია გამოყენებისას, მის კომპლექტაციაში არსებული სპეციალური წინაღობის საშუალებით იხსნება ჯაგრისი და თქვენთვის სასურველი რბილი ზედაპირები მეტად ეფექტურად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იწმინდება.
საცმი-ჯაგრისის გამოყენება  უფრო გამოგადგებათ  ჩამჯდარი მტვრისა და მეტად დაბინძურებული ზედაპირის გასაწმენდად, რომელიც მეტწილად თქვენს ძალისხმევას მოითხოვს. 
ტურბო ჯაგრისის- ეფექტურად გამოიყენებთ თუ თქვენს სახლში გყავთ შინაური ცხოველი და ხშირად გიწევს გაუმკლავდეთ მის ბეწვებს, რომელიც მთელს სახლში მიმოფანტული. სპეციალურად გათვლილი მბრუნავ ზამბარაზე დამაგრებული ჯაგრისის საშუალებით, მარტივად და სწრაფად შეძლებთ ბეწვის მოცილებას ნებისმიერი სახის ზედაპირიდან.
კუთხის საცმი- დაგეხმარებათ რთულ მისადგომ ადგილებში ,მუდამ შეინარჩუნოთ სისუფთავე, მას სპეციალური ფორმა აქვს და გათვლილია ვიწრო ადგილებისთვის.


იცოდი რომ ადამიანისთვის შემაწუხებელი ხმაური 90 დეციბალს ზემოთ არის? შერჩევისას გაითვალისწინეთ მტვერსასრუტის მუშაობის ხმაურის დონე რათა არ შეწუხდეთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები. შეარჩიეთ მტვერსასრუტი, რომლის ხმაურის დონეც 60-70 დეციბალამდემდე მერყეობს და აღნიშნული დიაპაზონი არ შეგიქმნით რაიმე სახის დისკომფორტს. განსაკუთრებით შემაწუხებელია ზედმეტი ხმაური თუ სახლში გყავთ პატარა ან შინაური ცხოველი. ისინი მეტად გრძნობიერები არიან და არაკომფორტული ხმის ზედა ზღვარი 80 დეციბალს აღწევს.

გაზიარება