დეტალური ინფორმაცია

• მას შემდეგ რაც ინფლუენსერის ანკეტა დამტკიცდება, მას წვდომა ეხსნება საპარტნიორო შეთავაზებებზე.


• ყოველთვის ყურადღებით გაეცანით იმ კონკრეტული დავალების წესებს, რომელშიც მონაწილეობას აპირებთ, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გაუგებრობები და შეზღუდვები.


• პარტნიორი ვალდებულია რეკლამირება განახორციელოს ეთიკურად და კანონიერად.

• პარტნიორისგან აკრძალულია სპამი, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სხვა არაეთიკური ქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მომენტალურად შეიზღუდება კოლაბორაცია.

• ყვითელის ადმინისტრაციას აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს პარტნიორის მონაწილეობა წესების დარღვევის შემთხვევაში.

• პარტნიორი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის პოლიტიკა და არ გაავრცელოს მომხმარებლის პირადი ინფორმაცია.

• პარტნიორს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს პროგრამაში მონაწილეობა წინასწარი შეტყობინებით.

• პარტნიორი პასუხისმგებელია მის მიერ შექმნილ კონტენტზე და მის შესაბამისობაზე პროგრამის წესებთან.

• პროგრამას შეიძლება ჰქონდეს გეოგრაფიული შეზღუდვები ან შეზღუდვები იმის თაობაზე, თუ ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში.

• აკრძალულია ფოტო, ვიდეო, ტექსტური, ან რაიმე სხვა კონტენტისთვის ყვითელის ლოგოს ან ნებისმიერი მასალის ისე შეცვლა, რომ მათ დაკარგონ თავდაპირველი სახე, ან შთაბეჭდილება შექმნას, რომ მასალის გამომქვეყნებელია მისი ავტორი.

• პროგრამის ფარგლებში, როდესაც შეკვეთა ხორციელდება პარტნიორის პრომო კოდით, პარტნიორი დაუყოვნებლივ იღებს შეტყობინებას საკომისიოს გამომუშავების შესახებ; თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთილი ნივთი არ არის მარაგში, შეკვეთა უქმდება, ყვითელის ადმინისტრაცია უბრუნებს მომხმარებელს გადახდილ თანხას და, შესაბამისად, პარტნიორის საკომისიოც, ავტომატურად უქმდება. ამ მიზეზით, რეკომენდებულია, რომ მომხმარებელმა წინასწარ გადაამოწმოს ნივთის მარაგში არსებობა ყვითელის ადმინისტრაციასთან დაკავშირების გზით და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს შეკვეთა პარტნიორის ვაუჩერის კოდის გამოყენებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი დისკომფორტი როგორც მომხმარებლისთვის, ისე პარტნიორისთვის.

• პარტნიორის ანაზრაურება, როგორც წესი, განხორციელდება საბანკო გადარიცხვის საშუალებით.

• როდესაც პარტნიორის ვაუჩერის კოდი გამოიყენება შეკვეთის დროს, აითვლება 15 კალენდარული დღე, რის შემდეგაც აისახება მისი ანაზღაურება პირად საბანკო ანგარიშზე.

• ვინაიდან, კანონმდებლობის რეგულაციის მიხედვით შპს ყვითელი იცავს ნივთის უკან დაბრუნების პოლიტიკას 14 დღის განმავლობაში, აქედან გამომდინარე, თავიდან იცილებს რაიმე გაუგებრობას, რაც შესაძლოა ნივთის უკან დაბრუნებას და საპარტნიორო ანაზღაურების შეფერხებას მოჰყვეს.

• რაიმე სახის კონფლიქტების მოგვარების მექანიზმები: პირველ რიგში, შეატყობინეთ კომპანიას პრობლემის შესახებ და შეეცადეთ მოაგვაროთ პრობლემა მეგობრული კომუნიკაციის გზით.

• რაიმე სახის კონფლიქტების მოგვარების მექანიზმები: თუ თქვენ გაქვთ რაიმე მტკიცებულება, მაგალითად, ელ.წერილები, სქრინშოტები, მიაწოდეთ ისინი კომპანიას.

თუ გაქვთ რაიმე კითხვა, დაუკავშირდით კომპანიას და გაარკვიეთ დეტალები.