ნივთის დაბრუნება

ონლაინ შეძენილი პროდუქციის დაბრუნების პირობები:

კომპანია „ყვითელი“ (ს/კ N405704714)-საგან ონლაინ საქონლის შეძენიდან 14
კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უფლება აქვს გამყიდველს დაუბრუნოს
ონლაინ შეძენელი პროდუქცია მიზეზის/საფუძვლის მითითების გარეშე

ეს წესი არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე/მეწარმე სუბიექტებზე
კერძოდ, მეწარმე სუბიექტებს/იურიდიულ პირებს არ აქვთ ნივთის 14 კალენდარულ დღეში
დაბრუნების უფლება.

• დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეავსოს სპეციალური
ფორმა, სადაც შეტანილი იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია: შეძენის თარიღი, სახელი,
გვარი, შეძენის დოკუმენტაცია (საბანკო გადახდის ქვითარის, ან ინვოისის რეკვიზიტები) და
გადაგზავოს მეგასმარტს დისტანციური სამსახურის ელ. ფოსტაზე: yviteli.ge@gmail.com

• მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადახდილი თანხა, დაუბრუნოს სრულად,
გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან
არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, თუ მომხმარებელი მოვაჭრეს დაუბრუნებს
საქონელს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.


• ნივთის თავდაპირველი მდგომარეობა დადასტურდება დაბრუნების
პუნქტის, მიერ ნივთის კომპანიისათვის გადმოცემის მომენტში.


• ნივთის დაბრუნების პუნქტამდე ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მომხმარებლის
ხარჯებით, კერძოდ მომხმარებელი თავად აანაზღაურებს საქონლის დაბრუნებასთან
დაკავშირებულ პირდაპირ (უშუალო) ხარჯს.


• თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რითიც
ისარგებლა მომხმარებელმა, თანხის დაბრუნება მოხდება იმავე პიროვნების/მოქალაქის
ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა გარდა იმ შემთხვევისა.


• თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის თავდაპირველი ნაკლი, მომხმარებელმა უნდა
ისარგებლოს კანონისმიერი საგარანტიო პირობებით. (მისი არსებობის შემთხვევაში)


• დაბრუნების მომენტში მომხმარებელს აუნაზღაურდება სრულად ნივთში მის მიერ
გადახდილი თანხა.


• ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით და დაუზიანებელი
ქარხნული შესაფუთი მასალით (არ იგულისხმება ყუთის გახსნა საქონლის შემოწმების
მიზნით). ასევე მომხარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე
აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ელ.ვაუჩერები ან/და სხვა ნივთები,
რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს ორიგინალ/დასაბრუნებელ
მოწყობილობასთან ერთად. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების
დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ
თანხას.


• ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე ან მომსახურებაზე,
რომლის ფასი 50 ლარს არ აღემატება.


• მომხმარებელმა, დასაბრუნებელი ტექნიკა, კომპანიის მიერ დაბრუნების ფორმის
დადასტურების შემდეგ უნდა მიიტანოს დაბრუნების პუნქტში.

დაბრუნების პუნქტი:


თბილისი: ს.ჩიქოვანის N24


დასაბრუნებელი ნივთების მიღების საათებია:

• ორშაბათი – 12:00 – 16:00 სთ.

• სამშაბათი – 12:00 – 16:00 სთ.

• ოთხშაბათი – 12:00 – 16:00 სთ.

• ხუთშაბათი – 12:00 – 16:00 სთ.

• პარასკევი – 12:00 – 16:00 სთ.

დაბრუნებას არ ექვემდებარება:

მიწოდებული საქონელი რომელიც მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის
დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;

მალფუჭებადია ან მოკლე ვარგისობის მქონე საქონელი;


ჰერმეტულად დაცული საქონელი, რომლის ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა
და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების
დაცვის გამო;


მიწოდებული საქონელი რომელიც მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად
შეერწყა სხვა საქონელს;


თუ მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების
შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ
ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;


ნივთები, რომელთა მიმართ არ არის დაცული ექსპლუატაციის პირობები, რითიც მოხდა
ნივთის დაზიანება;


ნივთი, რომელსაც აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური ან ტექნიკური ზემოქმედების
გარეკანი კვალი;


დაბრუნება არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ნივთს აღმოაჩნდება
რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული
ყუთი/შეფუთვა (არ იგულისხმება ყუთის გჰახსნა საქონლის შემოწმების მიზნით) ან
წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო/იმეი კოდი.


ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის
ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობს არ მიაღწევენ, მათი დაზიანების ან
დაღუპვის რისკი გეკისრებათ თქვენ. პროდუქტის ჩვენს საწყობში
დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანი თქვენი პასუხისმგებლობაა.
გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ
რაიმე დაზიანება პროდუქტებზე ან ყუთებზე, რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის
ღირებულებაზე და შესაბამისად, ჩვენს შესაძლებლობაზე, გავყიდოთ პროდუქტი.
დარწმუნდით, რომ პროდუქტის ორიგინალური შეფუთვა ხელუხლებელია. გთხოვთ,
შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის
გამყიდველისათვის გამოგზავნის მტკიცებულება.