როგორ შევარჩიოთ აეროგრილი

21-ე საუკუნეში ჯანსაღი კვება დღითიდღე პოპულარული ხდება. ექიმები და მეცნიერები თანხმდებიან, რომ ჯანსაღი კვება ჯანსაღი ორგანიზმისა და ცხოვრების გარანტია. დაფიქრებულხართ, რომ თქვენს ორგანიზმის ჯანსაღი პროდუქტიულობისთვის სწორი კვება სჭირდება, ჯანსაღი კვების პირობებში კი თქვენ მეტად პროდუქტიულები ხართ. 
რა იგულისხმება ჯანსაღ კვებაში?
პირველ რიგში რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ზეთში შემწვარი პროდუქტები.  მცენარეული ცხიმის მაღალ ტემპერატურაზე წვისას უამრავი ტრანს ცხიმი და მავნე ნივთიერებები, გამოიყოფა რომელიც საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
 
გსმენია აეროგრილის შესახებ ?
მრავალფუნქციური აეროგრილის დახმარებით შენ შეძლებ ჯანსაღი, გემრიელი საკვების მომზადებას მინიმალურ დროში.


როგორ მუშაობს აეროგრილი? 
აპარატის საშუალებით თქვენს მიერ მოთავსებული პროდუქტი სწორედ ცხელი ორთქლის საშუალებით მუშავდება. ჰაერის საჭირო ტემპერატურამდე გაცხელების შემდგომ კონვექტორის საშუალებით ცხელი ჰაერი ცირკულირებდა მთელს სივრცეში, შესაბამისად პროდუქტი თანაბარი ინტენსივობით მუშავდება, ცხელდება. როგორც მუშაობის პრინციპის მიხვდით, თქვენ არ გჭირდებათ ცხიმის გამოყენება, რათა მოამზადოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი კერძი.


აეროგრილის კომპლექტში შედის:
დასადგამი თარო, მრგვალი ფორმა, მინის კონტეინერი, სახურავი. ასევე მოყვება აქსესუარები, რომლებიც გაგიმარტივებთ მის გამოყენებას. კერძოდ:ლანგარი, შამფურები, და სპეციალური ბადეები.


ხელასწყოს გააჩნია შემდეგი ფუნქციები:

  • ტემპერატურის რეგულირების ფუნქცია

ტემპერატურა მერყეობს 60-260 ℃ -მდე. შეგიძლიათ საჭიროებისამებრ აირჩიოთ მოსამზადებელი კერძის ტიპიდან გამომდინარე.

  •  ტაიმერი

კონკრეტული ტემპერატურის რეგულირების შედეგ შეარჩევთ  მუშაობის სასურველ დროს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს რომ ხელსაწყოს აქვს გაცხელების რეჟიმიც, არსებული ფუნქციის  დახმარებით მომზადებული კერძი არ კარგავს ტემპერატურას, წვენსა თუ არომატს.
აეროგრილს აქვს კერძის ცხლად შენახვის ფუნქცია: მას შემდეგ რაც კერძის მომზადებას დაასრულებთ, ხელსაწყო მძინარე რეჟიმის საშუალებით ინარჩუნებს სითბოს. ძალიან კომფორტულია თუ დატვირთულ გრაფიკი გაქვთ და გსურთ კერძი თბილი დაგხვდეთ.
საკვების მომზადების პროგრამები განსხვავებულია ტემპერატურის რეჟიმისა და დროის ინტერვალით. წინასწარ განსაზღვრეთ რა კერძის მომზადება გსურთ და შეარჩიოთ შესაბამისი.
 
რა პარამეტრებს მიაქციოთ ყურადღება აეროგრილის შერჩევისას?

  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია
  • რეზერვუარის მოცულობა
  • მართვის პანელი
  • ფუნქციები

 
მართვის ტიპის მიხედვით განარჩევან :

  •  ელექტრონული
  • მექანიკური ხელსაწყოებს

 
ელექტრონული ტიპის ხელსაწყოს გამოყენებისას უნდა აირჩიოთ სასურველი პროგრამა, ხოლო აეროგრილი შემდგომ შეარჩევს,  ტემპერატურასა და დაარეგულირებს მომზადების ხანგრძლივობას.
რაც შეეხება მექანიკურ ტიპს, მომზადების დროს რეგულირება ხდება ხელის საშუალებით. აპარატს აქვს ტემპერატურისა და დროის ორი რეგულატორი, რის საშუალებითაც ირჩევთ სასურველს.
 
აუცილებელია შერჩევისას ყურადღება მიაქციოთ ხელსაწყოს სიმძლავრეს


აღნიშნული პარამეტრი აეროგრილის სწორედ ის მახასიათებელია, რომელიც მის გამართულ მუშაობას განსაზღვრავს. ზოგადად სიმძლავრე მერყეობს    0.8 კვტ-დან 2 კვტ-მდე. გაითვალისწინეთ, სიმძლავრე და მუშაობის დრო ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია. მაგალითად თუ თქვენ არჩევანს გააკეთებთ მაღალი სიმძლავრის ხელსაწყოზე, კერძის მომზადების დროც ბევრად ნაკლები იქნება, შესაბამისად ელექტროენერგიის ხარჯიც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
 
სიჩქარის მიხედვით განარჩევენ:

  • დაბალი სიჩქარის
  • საშუალო სიჩქარის
  • მაღალი სიჩქარის რეჟიმებს.

ხორცეულის, ბოსტნეულისა და თევზეულის მოსამზადებლად გამოიყენეთ საშუალო სიჩქარე, თუ ცხობა გსურთ შეგიძლიათ საშუალო სიჩქარით ისარგებლოთ, ხოლო მაღალი სიჩქარის დახმარებით მოამზადებთ ნებისმიერი კერძის სასურველ ვარიაციას.
 
მოცულობის მიხედვით ელექტროგრილი იყოფა:

  • მცირე
  • საშუალო 
  • დიდი

კოლბის მოცულობის მიხედვით მცირე ტიპის რეზერვუარის მოცულობა 5-12 ლიტრამდე მერყეობს. საშუალო ზომა 10-15 ლიტრის დიაპაზონში, ხოლო დიდია რეზერვუარი თუ მისი ტევადობა 15-20 ლიტრამდეა.
შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ თუ რა ოდენობის კერძის მომზადება გსურთ და შესაბამისად შეარჩიეთ რეზერვუარის ზომაც.
 
აეროგრილის გამოყენებისას მიაქციეთ, რომ ხელსაწყოს თვითწმენდის ფუნქცია ჰქონდეს. აეროგრილის აღნიშნული შესაძლებლობა დაგეხმარებათ მინიმალურ დროში უზრუნველყოთ ხელსაწყოს სისუფთავე.  მას შემდეგ რაც კერძს მოამზადებთ მოათავსეთ აეროგრილში წყლის სავსე თასი, ჩართეთ თვითწმენდის ფუნქცია. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ხელსაწყო სუფთაა.

გაზიარება