წესები და პირობები

ვებ გვერდი www.yviteli.ge წარმოადგენს შპს “ყვითელი”-ს (ს/კ 405704714) საკუთრებას.
თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე შესვლა და შეკვეთის განთავსება რეგისტრაციის გავლისშემდეგ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პირობებს, თქვენ ვერ ისარგებლებთ ამ საიტით.

ტერმინთა განმარტება:


„www.yviteli.ge“, „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“ – შპს “ყვითელი”, შემდგომში -კომპანია;

თქვენ – პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე; ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებ გვერდზე;

ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ:


• ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი – 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოთ ვებ გვერდის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;

• დაიცავთ ხელშეკრულებაში არსებულ პირობებს და ვებ გვერდით სარგებლობის წესებს.

• თანამშრომლობის პროცესში წარმოადგენთ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, იმისთვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;

• დაიცავთ საავტორო უფლებებს, არ განახორციელებთ ვებთ გვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;

• დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენი კონფიდენციალურობა.

• არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც ითვალისწინებს სხვა მომხმარებლის პირადი ან კონფიდენციალური ინფორმაციის, ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებას და სხვა მომხმარებლის პირადი გვერდის მართვას.

• არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად, არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებსდა სხვა მომხარებლის გვერდს;

• არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ გვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას.

• არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით ან ამ ხელშეკრულების პირობებით.

მომსახურების მიღება:


ჩვენი მომსახურების მიღება ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია თბილისსა და რეგიონებში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წინასწარი შეტყობინების შემდგომ არ დავადასტუროთ ან სხვა სახით შევზღუდოთ ჩვენი მომსახურების მიღება მომხმარებლის მიერ (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში)

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე:


ვებ გვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ ისეთ მომსახურებას, რომელიც  არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენს სისტემებაში ან ამ ვებ გვერდზე არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებ საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებ გვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ:

  1. ჩვენს კომპანიაში მომუშავე მხოლოდ შესაბამის უფლებამოსილ პირს;
  2. ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობის შემთხვევაში;
  3. საგამოძიებო ან სხვა სახელმწიფო ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

თქვენს მიერ ამ ვებ გვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის განთავსება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ განკარგვაზე თანხმობად.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა:


ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა ისეთ პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებ გვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია, არსებობს იმის შესაძლებლობა რომ ვერ მიიღოთ მომსახურება და ონლაინ ანგარიშსწორებაც დასრულდეს წარმუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ასეთ შემთხვევაში გთხოვთ თავი შეიკავოთ ვებ გვერდის გამოყენებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ.


ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი და ა.შ.), როდესაც თქვენ ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე ქმედებაში, მაგალითად ჩვენთან პროდუქტის შეძენა. პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა სავალდებული ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებ გვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე.

მარკეტინგი და კომუნიკაცია:


უფლებას ვიტოვებთ ჩვენთან რეგისტრირებულ მომხმარებლებს გავუგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ელექტრონული წერილები, სიახლეების გაცნობის მიზნით.
(მომხმარებელს შეუძლია განაცხადოს უარი)

ანგარიშსწორება:


ანგარიშწორება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი მეთოდებით:

  1. წინასწარი ონლაინ გადახდა ბარათით ყიდვის მომენტში, (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკურიპირებისთვის) ამ შემთხვევაში თქვენ საშუალება გექნებათ ჩვენს საიტზე გადაიხადოთ ნებისმიერიელექტრონული ბარათით. შეგახსენებთ, რომ თქვენი პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდებაუშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას დაუსაფრთხოებას.
  2. შეკვეთის ღირებულების წინასწარი ჩარიცვხა ჩვენს ანგარიშზე, ბანკის, ან ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით. (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის)

შეკვეთის გაუქმების პირობები:


შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ შეკვეთის განთავსების დღეს ჩვენთან შეთანხმებით.
მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ნივთი გადამზიდავ კომპანიას არ აქვს წაღებული.