კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მიზანი:

ვებგვერდზე www.yviteli.ge-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად www.yviteli.ge მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.


მომხმარებელი, რომელიც www.yviteli.ge-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას www.yviteli.ge-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.


წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს www.yviteli.ge-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, www.yviteli.ge-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.


წინამდებარე პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით შპს „ყვითელი“ (ს/კ 405704714, რეგისტრირებული მისამართი: რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ს.ჩიქოვანის N24, საკონტაქტო ინფორმაცია: yviteli.ge@gmail.com)

(www.yviteli.ge შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“) არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც კომპანია მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. პოლიტიკის მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

ტერმინთა განმარტება:

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:


• პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.


• მონაცემთა დამუშავება - ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.


• მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.


• მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.


• მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.


• პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.

თანხმობა

www.yviteli.ge-ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, www.yviteli.ge-ს მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაცია www.yviteli.ge-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

• www.yviteli.ge-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;

• www.yviteli.ge-ის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;

• მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;

• მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;

• www.yviteli.ge-ზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;

• მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;

• მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;

• www.yviteli.ge-ის მიერ დანერგილი სიახლეების დატესტვა;

• მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;

• მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;

• მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

• მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;

• www.yviteli.ge-ის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;

• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;

• სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;

• კანონიერი ინტერესების დაცვა;

• www.yviteli.ge-ისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.

თქვენ უფლება გაქვთ:

• მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ


•პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროთ მეილზე: yviteli.ge@gmail.com


• ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ან შეზღუდოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 2-5 სამუშაო დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების დამუშავება. თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვთ ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.


• კონფიდენციალობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენს მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე: yviteli.ge@gmail.com.
მონაცემების დამუშავება, შეტყობინებაში მიუთითეთ დეტალური ინფორმაცია თუ შპს „ყვითელი“-ს ვებგვერდზე რომელი პერსონალური მონაცემის დამუშავებაზე აცხადებთ უარს ან/და რა სახით გსურთ ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა.


• თუ თქვენ ხართ შპს „ყვითელი“-ს ვებგვერდის მომხმარებელი თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მომხმარებლის ანგარიშის/პროფილის გაუქმება კომპანიის წესებისა და პირობებით (ანგარიშის/პროფილის დახურვის პროცედურა) განსაზღვრული წესის დაცვით.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

© www.yviteli.ge 2024