როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი

სასურველი ტელევიზორის შერჩევა სასიამოვნო პროცესი უნდა იყოს და არა ისეთ ტექნიკურ ნაწილებთან და ტერმინებთან ბრძოლა, რომლებშიც საერთოდ ვერ ერკვევით. ვეცდებით მარტივ ენაზე გითარგმნოთ საჭირო ინფორმაცია და დაგეხმაროთ საუკეთესო ტექნიკის შერჩევაში. 

ისევე როგორც ნებისმიერი სხვა შენაძენის გაკეთებამდე, ტელევიზორის ყიდვამდეც უნდა გაცეთ პასუხი რამდენიმე კითხვას: რა საფასო კატეგორიაში ეძებთ ნივთს? რა ზომის ტელევიზორი გნებავთ? რა დამატებითი ფუნქციები უნდა ჰქონდეს? და ა.შ. 

ზომა 

არც თუ ისე დიდი ხნის წინ დივანი, რომელზეც საღამოობით ოჯახი მოკალათდება ხოლმე, განსაზღვრავდა რამდენად დიდი ან პატარა უნდა ყოფილიყო ტელევიზორი. რაც უფრო შორს იდგა დივანი, მით დიდი იყო ეკრანი, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიამ შეცვალა ტელევიზორებთან დაკავშირებული ყველა წესი.  

ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ - რაც დიდია ეკრანი, მით უკეთესია, მთავარია რამდენად ერგება იგი თქვენი ოთახის ინტერიერს. უნდა აღინიშნოს, რომ მოლაპარაკე ყუთმა დიდი პროგრესი განიცადა დიზაინის კუთხით. თუ ადრე დიდი, მსუქანი ყუთი იკავებდა ჩვენი ოთახის მნიშვნელოვან ნაწილს, ახლა ბრტყელი, თხელი, ლამაზი ეკრანი ამშვენებს ოთახის კედელს. როგორც წესი, ეკრანების ზომა 32–დან 100 დიუმამდე მერყეობს. ზოგიერთი მწარმოებელი გასცდა ტელევიზორის ყველა სტერეოტიპულ აღქმას და თქვენთვის ხელოვნების ნიმუშები შექმნა – არსებობს ტელევიზორები, რომელთა ეკრანიც გამორთულ მდგომარეობაში მუზეუმში ჩამოკიდებულ ექსპონატს, პროფერსიონალი მხატვრის შესრულებულ ნამუშევარს ჰგავს. 

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ზომის შერჩევის დროს დაფიქრდით, მაქსიმუმ რამდენმა ადამიანმა ეიძლება უყუროს ტელევიზორს ერთდროულად, რა სივრცე შეგიძლიათ ოთახში დაუთმოთ მას და შერჩეული ვარიანტებიდან შეიძინეთ ყველაზე დიდი ეკრანის მქონე. 

ეკრანის გარჩევადობა 

რეზოლუცია, იგივე გარჩევადობა გამოხატავს პიქსელების რაოდენობას, რომლებიც ქმნიან გამოსახულებას ეკრანზემეტი პიქსელი ითარგმნება უფრო მკვეთრ სურათად და დახვეწილ დეტალებად, ამიტომ მაღალი გარჩევადობა თითქმის ყოველთვის უკეთესია. 

მრავალი წლის განმავლობაში, 1920 x 1080 რეზოლუცია, რომელსაც ასევე უწოდებენ full HD–ს, სტანდარტული იყო და დღემდე ყველაზე გავრცელებული გარჩევადობაა მთელ მსოფლიოში არსებულ ტელევიზორებში. ამასთან, ტელევიზორების მწარმოებლები სწრაფად გადადიან Ultra HD მოწყობილობებზე, რომლებსაც ასევე 4K–ს უწოდებენ. 4K მოდელებს აქვთ პიქსელების ოთხჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე HDTV ეკრანებ 

4K ტელევიზორების ყველაზე დიდი სარგებელი ის არის, რომ ეკრანზე არსებულ პატარა ობიექტებზე უფრო მეტი დეტალის გარჩევა შეგიძლიათასევე ტექსტიც უფრო ნათლად იკითხება. მთლიანობაში, გამოსახულებები უფრო მკაფიოა და მეტად ჰგავს ნამდვილს, ვიდრე HDTV– ზე.  

რამდენიმე სტრიმინგის სერვისმა, როგორიცაა Netflix, Amazon Video და YouTube–მაც კი დაიწყო 4K კონტენტის შემოთავაზება, აქედან გამომდინარე, თქვენს 4ტელევიზორებს დიდი უპირატესობა ექნებათ და შეძლებთ ფილმებისა თუ ვიდეოების უფრო მაღალ ხარისხში ყურებას. 

ბაზარზე უკვე გამოჩნდა 8K ტელევიზორებიმათი ეკრანის რეზოლუცია ოთხჯერ აღემატება 4K–ს გარჩევადობას, რაც განაპირობებს გამოსახულების წარმოუდგენლად დიდ ხარისხ. მიუხედავად ასეთი დიდი ხარისხისა, ჩვენ გირჩევთ ჯერჯერობით თავი შეიკავოთ მათი შეძენისგან, რადგან ჯერ ძალიან რთულია ისეთი გადაცემებისა თუ ფილმების პოვნა, რომლებიც ასეთი ხაისხის ჩვენებას საჭიროებენ. თუ მაინცდამაინც გსურთ, რომ დიდი ინვესტიცია ჩადოთ ტელევიზორში, ამ ეტაპზე 4K საუკეთესო არჩევანია. 

 

განახლების სიჩქარე 

განახლების სიჩქარე იზომება ჰერცებში და აღწერს წამში რამდენჯერ ხდება გამოსახულების განახლება ეკრანზე. განახლების სტანდარტული სიჩქარე წამში არის 60 ჰერცი ანუ სურათი ახლდება წამში 60–ჯერ. სწრაფად მოძრავი საგნების სცენებში, 60 ჰერციანი განახლების სიჩქარით შეიძლება გამოსახულება ბუნდოვანი იყოს, ამიტომ უკეთესი სურათის მისაღებად მწარმოებლებმა განახლების სიჩქარე გაზარდეს 120 ჰერცამდე, ზოგიერთ შემთხვევაში 240 ჰერცამდეც კი. ბევრი ტექნიკური ტერმინით რომ არ დაგტვირთოთ, ამ რჩევის მოკლე შინაარსი ასეთია – ისევე, როგორც ეკრანის ზომის შემთხვევაში, რაც უფრო მაღალია ტელევიზორის განახლების სიჩქარის მაჩვენებელი, მით უფრო ნათელ გამოსახულებას მიიღებთ. 

დამატებითი მახასიათებლები 

როცა ძირითადი დეტალების შერჩევას დაასრულებთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სხვა მახასიათებლებსაც, როგორიცაა: აქვს თუ არა ტელევიზორს Bluetooth მხარდაჭერა, შეგიძლიათ თუ არა თქვენი სმარტფონის დაკავშირება, რამდენი HDMI სადენის დამაკავშირებელი აქვს. ეს შესაერთებლები დაგეხმარებათ სურვილის შემთხვევაში ტელევიზორს დაუკავშიროთ ლეპტოპისათამაშო კონსოლებიაუდიო სისტემები და ა.შ. 

დასასრულს, ვახსენოთ ჭკვიანი ტელევიზორები, რომლებიც ნელ–ნელა იპარებიან ბაზარზე და ბევრის გული უკვე დაპყრობილი აქვთ. ასეთ ტელევიზორებს ჩამონტაჟებული აქვთ Wi-Fi სისტემა ინტენეტზე დაფუძნებულ აპლიკაციებთან წვდომისთვის, როგორიცაა Netflixვიდეო თამაშები თუ სოციალური ქსელები. 

როგორც ნახეთ, ტექნიკის მწარმოებელი ბრენდები ყოველ დღე ცდილობენ უფრო და უფრო მეტი კომფორტი შემოგთავაზონ და თქვენი ნებისმიერი მოთხოვნა დააკმაყოფილონ. იმედია, ტელევიზორის შერჩევა ჩვენი რჩევების შემდეგ მეტად გაგიადვილდებათ.

გაზიარება