როგორ შევარჩიოთ ვენტილიატორი

კონდიციონერის გამოგონებამდე სახლში კომფორტული კლიმატის შექმნის ერთადერთ საშუალებას ვენტილიატორი წარმოადგენდა. თუმცა თანამედროვე ვენტილიატორები ძალიან გარდაიქმნა და ბევრ თვისებაში ტოლს არ უდებენ ძვირადღირებულ კონდიციონერებს. გარდა ამისა ვენტილიატორის გამოყენება შეიძლება იქ, სადაც კონდიციონერის დამონტაჟება შეუძლებელია. შედარებაც არ შეიძლება, იმდენად დიდია სხვაობა, ამ ორ ხელსაწყოს შორის ელექტროენერგიის ეკონომიის მხრივ, რა თქმა უნდა ვენტილიატორის სასარგებლოდ. ის არ აციებს ჰაერს, მაგრამ ქმნის ჰაერის სასიამოვნო ნაკადს, რომელიც დაგეხმარებათ სიცხის უფრო კომფორტულად გადატანაში. 

 

  • ვენტილიატორის შეძენა ღირს, თუ: 
  • თქვენთვის არ არის ხელმისაწვდომი კონდეციონერის ფასი; 

  • სააბაზანოში ან ტუალეტში გროვდება არასასიამოვნო სუნი და ნოტიო ჰაერი; 

  • ბინაში ან სახლში არასაკმარისი სუფთა ჰაერია; 

  • გაზის გამწოვის სიმძლავრე საკმარისი არ არის სამზარეულოში კომფორტული პირობების შესაქმნელად; 

  • თუ თქვენს ბინაში ან ოფისში ეწევიან; 

  • არსებობს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ვენტილიატორები, რომლებიც უნდა შეიძინოთ იმის მიხედვით,თუ სად გსურთ მისი გამოყენება. 
  • ვენტილიატორი ტუალეტისთვის 

თანამედროვე ტუალეტი წარმოუდგენელია ვენტილიატორის გარეშე. ის აუცილებელია სრული კომფორტისათვის. ვენტილიატორი ყველაზე მოსახერხებელია ჩამონტაჟდეს სავენტილაციო ხვრელში. ტუალეტისთვის საკმარისია 25-30 მ/3/ს სიმძლავრე. ასევე არსებობს ტაიმერით აღჭურვილი ვენტილიატორი,ის დაიწყებს მუშაობას მას შემდეგ, როცა  თქვენ გახვალთ ტუალეტიდან. როგორც კი გავა თქვენს მიერ დაყენებული დრო(როგორც წესი 5-15 წუთი საკმარისია), ვენტილიატორი ავტომატურად გამოირთვება. 

ვენტილიატორი აბაზანისათვის 

ვენტილიატორი აბაზანისათვისის აუცილებელია, თუ აბაზანაში გროვდება კონდენსატი და ჰაერი ხდება ნოტიო. ვენტილიაციის დაყენების შემდეგ აბაზანაში სუნთქვა უფრო იოლია, მინები არ იორთქლება, ქრება ნადები და სარეცხიც  იოლად შრება. აბაზანაში მაღალი ტენიანობის გამო რეკომენდირებულია შეიძინოთ ისეთი ვენტილიატორი, რომელსაც ტენიანობის კონტროლი  გააჩნია. 

ვენტილიატორი სამზარეულოსთვის 

ვენტილიატორი იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ სამზარეულოს გამწოვი ვერ ერევა სამზარეულოში დაგროვილ კვამლსა და სუნს. სამზარეულოსთვის განკუთვნილ ვენტილიატორებს გაცილებით მეტი სიმძლავრე უნდა ქონდეს, 6 მ/2 სამზარეულოსთვის 120-180 მ/3/ს მწარმოებლობაა საჭირო, 10 მ/2 სამზარეულოსთვის - 220-300 მ/3ს.  

ვენტილიატორი თანამედროვე ბინაში 

თანამედროვე  ბინებში, ძირითადად, მაგიდაზე  ან იატაკზე დასადგამი ვენტილიატორები გამოიყენება. ჩვეულებრივ მაგიდის ვენტილიატორებს აქვს ნაკლები სიმძლავრე და განსაზღვრულია მცირე სივრცეზე კომფორტის შესაქმნელად. იატაკის ვენტილიატორები კი საკმაოდ მძლავრია იმისათვის, რომ კომფორტი მთელს ოთახში შექმნას. რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს დიზაინსაც. თანამედროვე ვენტილიატორები მრავალფეროვანია როგოც ფუნქციური, ასევე დიზაინერული თვალსაზრისით, ამიტომ ამ მხრივ არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებათ. თანამედროვე, მრავალფეროვანი ფუნქციებით აღჭურვილ ვენტილიატორს კომპლექტში აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს მართვის პულტი, რომლის საშუალებითაც სიჩქარეების გადართვა, შუქის, სიმაღლის და სხვა ფუნქციების რეგულირება მოხდება მარტივად და კომფორტულად ფეხზე ადგომისა და ვენტილიატორთან მისვლის გარეშე. 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ვენტილიატორის შეძენის დროს 

ქვესადგამის (სამაგრის) საიმედოობა; 

ხმაურის დონე -  თუ  აპირებთ ვენტილიატორი ღამე ამუშაოთ, ამ შემთხვევაში აუცილებელია ხმაურის დონე არ აღემატებოდეს 25-30 დეციბალს (მითითებული უნდა იყოს პასპორტის მონაცემებში); 

მწარმოებლობა - ანუ რამდენ ბრუნს აკეთებს ვენტილიატორის ფრთა წუთში; 

ვენტილიატორის არჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ  მწარმოებელს, შეამოწმეთ ხმაურისა და სიმძლავრის მონაცემები. დააკვირდით  მასალის ხარისხს, შესრულების ესთეტიკურ მხარეს (დეტალები მყარად უნდა იჯდეს ერთმანეთში), აუცილებლად მოითხოვეთ გარანტია!!!

გაზიარება