სანამ დაიწყებთ ყვითელის ინფლუენსერ პროგრამაში მონაწილეობას, ყურადღებით წაიკითხეთ შეთანხმება და გაეცანით ყველა პუნქტს.

• მას შემდეგ რაც ინფლუენსერის ანკეტა დამტკიცდება, მას წვდომა ეხსნება საპარტნიორო შეთავაზებებზე.

• აუცილებელია მითითებული იყოს სწორი ინფორმაცია. როგორიცაა: სახელი, გვარი, მეილი, ანაზღაურების მიღების საბანკო რეკვიზიტი და ა.შ.
• ყოველთვის ყურადღებით გაეცანით იმ კონკრეტული დავალების წესებს, რომელშიც მონაწილეობას აპირებთ, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გაუგებრობები და შეზღუდვები.
• პარტნიორი ვალდებულია რეკლამირება განახორციელოს ეთიკურად და კანონიერად.
• პარტნიორისგან აკრძალულია სპამი, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სხვა არაეთიკური ქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მომენტალურად შეიზღუდება პირად კაბინეტზე წვდომა.
• ყვითელის ადმინისტრაციას აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს პარტნიორის მონაწილეობა წესების დარღვევის შემთხვევაში.
• პარტნიორი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის პოლიტიკა და არ გაავრცელოს მომხმარებლის პირადი ინფორმაცია.
• პარტნიორს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს პროგრამაში მონაწილეობა წინასწარი შეტყობინებით.
• პარტნიორი პასუხისმგებელია მის მიერ შექმნილ კონტენტზე და მის შესაბამისობაზე პროგრამის წესებთან.
• პროგრამას შეიძლება ჰქონდეს გეოგრაფიული შეზღუდვები ან შეზღუდვები იმის თაობაზე, თუ ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში.
• ყვითელის ინტელექტუალური საკუთრება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პარტნიორს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ ის მასალა, რომელიც მის პირად კაბინეტშია განთავსებული >ასეტები-ს განყოფილებაში. ეს ეხება კომპანიის მიერ შექმნილ ყველა სახის მასალას, მათ შორის:
- ლოგოები: კომპანიის ოფიციალური ემბლემები და სახელები.
- სურათები: პროდუქტების, სერვისების და სხვა მასალების ვიზუალური გამოსახულებები.
- ვიდეოები: პრომო ვიდეოები, ტრენინგები და სხვა ვიზუალური მასალები.
- ტექსტები: პროდუქტების აღწერილობები, სარგებლობა, სარეკლამო სლოგანები და სხვა.
• პარტნიორმა ყოველთვის უნდა მიიღოს წერილობითი ნებართვა კომპანიისგან, სანამ გამოიყენებს ყვითელის ისეთ ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელიც პარტნიორის პირად კაბინეტში არ არის განთავსებული >ასეტები-ს სახით.
• აკრძალულია ფოტო, ვიდეო, ტექსტური, ან რაიმე სხვა კონტენტისთვის მასალები-ს ისე შეცვლა, რომ მათ დაკარგონ თავდაპირველი სახე, ან შთაბეჭდილება შექმნას, რომ მასალის გამომქვეყნებელია მისი ავტორი.
• სოციალურ ქსელებში კონტენტის განთავსებისას, დაცული უნდა იყოს პლატფორმების წესები.
• პროგრამის ფარგლებში, როდესაც შეკვეთა ხორციელდება პარტნიორის პრომო კოდით ან ბმულით, პარტნიორი დაუყოვნებლივ იღებს შეტყობინებას ელ-ფოსტაზე საკომისიოს დარიცხვის შესახებ და თანხა აისახება მის პირად კაბინეტში; თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთილი ნივთი არ არის მარაგში, შეკვეთა უქმდება, ყვითელის ადმინისტრაცია უბრუნებს მომხმარებელს გადახდილ თანხას და, შესაბამისად, პარტნიორის პირად კაბინეტში ასახული საკომისიოც ავტომატურად უქმდება. ამ მიზეზით, რეკომენდებულია, რომ მომხმარებელმა წინასწარ გადაამოწმოს ნივთის მარაგში არსებობა ყვითელის ადმინისტრაციასთან დაკავშირების გზით და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს შეკვეთა პარტნიორის ვაუჩერის კოდის გამოყენებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი დისკომფორტი როგორც მომხმარებლისთვის, ისე პარტნიორისთვის.
• გადახდები, როგორც წესი, განხორციელდება საბანკო გადარიცხვის საშუალებით.
• როდესაც პარტნიორის დამტკიცებული ანაზღაურება მიაღწევს გატანის მინიმალურ ზღვარს, თანხა ავტომატურად გადაირიცხება მის ანგარიშზე.
• როდესაც პარტნიორის დამტკიცებული ანაზღაურება მიაღწევს გატანის მინიმალურ ზღვარს, აითვლება 15 კალენდარული დღე, რის შემდეგაც აისახება მისი ანაზღაურება პირად საბანკო ანგარიშზე.
• ვინაიდან, კანონმდებლობის რეგულაციის მიხედვით შპს ყვითელი იცავს ნივთის უკან დაბრუნების პოლიტიკას 14 დღის განმავლობაში, აქედან გამომდინარე, თავიდან იცილებს რაიმე გაუგებრობას, რაც შესაძლოა ნივთის უკან დაბრუნებას და საპარტნიორო ანაზღაურების შეფერხებას მოჰყვეს.

• პარტნიორის გამომუშავებული ანაზღაურება როდესაც მიაღწევს საბანკო ანგარიშზე გატანის მინიმალურ ზღვარს (50 ლარი / ორმოცდაათი ლარი), თანხა ავტომატურად აისახება პირად საბანკო ანგარიშზე.
• ყოველთვის დაიცავით კომპანიის წესებს, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები.
• რაიმე სახის კონფლიქტების მოგვარების მექანიზმები: პირველ რიგში, შეატყობინეთ კომპანიას პრობლემის შესახებ და შეეცადეთ მოაგვაროთ პრობლემა მეგობრული კომუნიკაციის გზით.
• რაიმე სახის კონფლიქტების მოგვარების მექანიზმები: თუ თქვენ გაქვთ რაიმე მტკიცებულება, მაგალითად, ელ.წერილები, სქრინშოტები, მიაწოდეთ ისინი კომპანიას.


თუ გაქვთ რაიმე კითხვა, დაუკავშირდით კომპანიას და გაარკვიეთ დეტალები.